imedi /  07 აგვისტო 2017, 16:53 / სანდო წყარო

ეჭვმიტანილი საძიებო განცხადებაში გამოქვეყნებული ცუდი ფოტოს გამო ჩაბარდა

უეინ ესმონდი

სამხრეთ უელსის პოლიციის დეპარტამენტმა Facebook-ზე 35 წლის უეინ ესმონდი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წაყენებული ჰქონდა ბრალი და ძებნაში იყო. 

სურათის ქვეშ ერთი კომენტარი თავად ესმონდს ეკუთვნოდა. "ეს მე ვარ. არც ისე კარგი სურათი შეგირჩევიათ. მადლობელი ვიქნები, თუ წაშლით. მე უდანაშაულო ვარ, სანამ საპირისპიროს არ დამიმტკიცებთ", - დაწერა მან.

ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, ესმონდი სამართალდამცველებს ჩაბარდა. დეპარტამენტში მისი თხოვნა შეასრულეს და ფოტო წაშალეს, მაგრამ სამწუხაროდ, ფოტოს გავრცელება მედიამ მოასწრო.

კომენტარები ()