imedi /  07 აგვისტო 2017, 23:12 / სანდო წყარო

კოლორადოს შტატში დათვმა მანქანა გაიტაცა და ავარიაში მოყვა

კოლორადოს შტატის ქალაქ დურანგოში, დათვმა ერთ-ერთი სახლის წინ მდგომი ავტომობილი გაიტაცა და ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ირკვევა, დათვმა მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ადგილიდან მისი დაძვრა მოახერხა, შედეგად კი გზაზე გადავიდა და საფოსტო ყუთს დაეჯახა. BBC-ის ცნობით, მან თათი მოიტეხა, მოგლიჯა რადიო და დაამტვრია უკანა საქარე მინა. 

ხმაურის გამო მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა პოლიციელების მისვლამდე დათვი გაიქცა.

კომენტარები ()