imedi /  09 აგვისტო 2017, 15:37 / სანდო წყარო

BBC-ის პირდაპირ ეთერში შემთხვევით შიშველი ქალის კადრი მოხვდა

BBC-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში ტელეწამყვანის უკან განთავსებული კომპიუტერებიდან ერთ-ერთის ეკრანზე შიშველი ქალის კადრი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

შემთხვევა გადაცემა "News at Ten"-ის დროს მოხდა, რომლის წამყვანიც სოფი რეივორსია. გადაცემის მსვლელობის დროს, ჟურნალისტის უკანა ფონზე მჯდომმა თანამშრომელმა კომპიუტერში ეროტიკული ხასიათის ვიდეო ჩართო, სადაც ქალი მაისურსა და ბიუსტჰალტერს იხდის.

The Telegraph-ის ვარაუდით, ამ დროს გადაცემას დაახლოებით 3.8 მილიონი ადამიანი უყურებდა.

კომენტარები ()