imedi /  09 აგვისტო 2017, 20:54 / სანდო წყარო

იტალიის ქალაქის მერს შორტების გამო რესტორანი დაატოვებინეს

ჯორჯო დელ გინგარო

იტალიის ქალაქ  ვიარეჯოს მერს რესტორანი მხოლოდ იმისთვის დაატოვებინეს, რომ მას შორტები ეცვა. ამის შესახებ ჯორჯო დელ გინგარომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

პოლიტიკოსის თქმით, ის რამდენიმე დღის წინ მეგობრებს ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში ვახშმობაზე შეუთანხმდა. შეხვედრა არაფორმალური იყო, რის გამოც მერს თავისუფლად ეცვა. 

"მივდივართ რესტორანში, გვთავაზობენ მაგიდას ზღვის ხედით, ვსაუბრობ მეგობრებთან, გვიხარია, რომ შევიკრიბეთ. ამ დროს ჩემთან მოდის შეწუხებული მიმტანი და მეუბნება: იმის გამო, რომ არ მაცვია შარვალი, რესტორანში ყოფნა არ შემიძლია"- წერს პოლიტიკოსი.

მერის თქმით, მან რესტორნის წესების შესახებ არაფერი იცოდა და იძულებული გახდა მეგობრებთან დამშვიდობების შემდეგ იქაურობა დაეტოვებინა. 

გინგაროს პოსტს რესტორანის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მათი თქმით, რესტორანში დრესკოდი 19:00 საათიდან მოქმედებს.

კომენტარები ()