Imedi /  11 აგვისტო 2017, 16:18 / სანდო წყარო

ჯასტინ ტრუდო კაიაკიდან გადმოვარდა

კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ, კაიაკით სეირნობისას დაინახა წყვილი, რომელიც საქორწილო ფოტოსესიას მდინარეზე აწყობდა. ჯასტინ ტრუდო წყვილს მიუახლოვდა - მიულოცა, ბედნიერება უსურვა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო. პრემიერი წყვილს მალევე დაემშვიდობა და გზა გააგრძელა, რამდენიმე წუთში კი, კაიაკიდან გადმოვარდა. ჯასტინ ტრუდო არ დაშავებულა, მას მხოლოდ სათვალე გაუტყდა.

კომენტარები ()