imedi /  11 აგვისტო 2017, 18:52 / სანდო წყარო

ტალინში მთვრალი კაცი ფოსტალიონ რობოტს თავს დაესხა

ტალინში მთვრალი კაცი ფოსტალიონ რობოტ Robovan-ს დაესხა თავს და რამდენჯერმე დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური გამოცემა Geenius-ი ავრცელებს.

რობოტი Robovan კომპანია Omniva-ს ეკუთვნის. კომპანიაში ამბობენ, რომ თავდამსხმელმა რობოტს ფეხებით სცემა, შემდეგ კი მისი ამოყირავება სცადა. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი ქალსაც დაესხა თავს, რომელიც რობოტისგან მისთვის განკუთვნილ წერილს ელოდა. მომხდარი რობოტმა მასში დამონტაჟებული ვიდეოკამერით გადაიღო.

საფრთხეში ჩავარდნილმა რობოტმა სამაშველო სიგნალი მის შემქმნელ კომპანიაში Starship Technologies გააგზავნა, მათ კი პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც 53 წლის თავდამსხმელი დააკავა.

Starship Technologies-ში აცხადებენ, რომ რობოტს სერიოზული დაზიანებები არ აქვს.

კომენტარები ()