imedi /  11 აგვისტო 2017, 22:04 / სანდო წყარო

აფრიკაში მდინარეში მცურავი ვარდისფერი სპილო დააფიქსირეს

სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაში, მდინარე ლიმპოპოსთან ცხოვრობს ვარდისფერი სპლიყვი. ბიოლოგების თქმით ის ალბინოსია და შესაბამისად არ გააჩნია მელანინის პიგმენტი.

როგორც წესი, აფრიკაში ასეთი ცხოველები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, რადგან მათი კანისთვის და თვალებისთვის მცხუნვარე მზე საშიშია. გარდა ამისა, თავისი ჯიშის წარმომადგენლებზე ბევრად პატარაა და ამის გამო გარეულ ბუნებაში ალბინოს ნაშიერებზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ სპლიყვს გაუმართლა და მოხვდა იმ სპილოებთან, რომლებიც მას უვლიან. 

კომენტარები ()