13 აგვისტო 2017, 11:41 / სანდო წყარო

მერილ სტრიპი ამბობს, რომ ღმერთი ქალია

Human Rights Campaign-მა მერილ სტრიპს ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდო გადასცა. ნიუ-იორკში ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციები შეიკრიბნენ.

სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა რამდენჯერმე თქვა, რომ ღმერთი ქალია (her).

"ჩემი ფანჯრებიდან თავისუფლების ქანდაკება ჩანს. მის შემყურეს მაგონდება დიდი ბებია და ბაბუა, ამერიკაში ჩამოსულებმა პირველად რომ ჩაუარეს ამ შესანიშნავ ქანდაკებას. ისინი ევროპაში რელიგიურ შეუწყნარებლობას გაექცნენ. ამერიკელებს გვაქვს უფლება, არ მოვახვიოთ სხვებს ჩვენი რელიგია, რწმენა. გვაქვს უფლება და არჩევანი, ვიცხოვროთ ღმერთით, ან მის (her) გარეშე. მხოლოდ ჩვენ ვწყვეტთ, ვისთან ვიცხოვროთ, ვინ შევიყვაროთ და როგორ განვკარგოთ საკუთარი სხეული. ქალებს და კაცებს, გეებს და ჰეტეროსექსუალებს, ყველას გვაქვს უფლებები, სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის", - აღნიშნა მერილ სტრიპმა.

ერთ-ერთი გამოკითხვით, მერილ სტრიპი გეების ფავორიტი მსახიობია. ის წლებია გენდერულ უთანასწორობას ებრძვის.

კომენტარები ()