imedi /  13 აგვისტო 2017, 14:47 / სანდო წყარო

ელისაბედ მეორემ თანამშრომლებს სასახლეში წვეულება მოუწყო

ელიზაბეტ მეორე

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ უინძორების სასახლის თანაშრომლებს უფლება მისცა დაესვენათ და გასართობი საღამო სასახლეშივე მოეწყოთ. ინფორმაციას Daily Mail-ი.ავრცელებს.

როდესაც პესრონალმა გაიგო, რომ დედოფლის საყვარელი სიმღერა ჯგუფ АBBА-ს შესრულებული Dancing Queen-ია, საღამოს მუსიკალური გაფორმების საკითხი თავისთავად გადაწყდა.

საღამო პოპულარული შვედური ჯგუფის ეპოქის დროინდელი სტილით იყო გაფორმებული. მოწვეულ სტუმრებს იმ დროის შესაფერისი ტანსაცმელი ეცვათ. მთელი ღამე ორკესტრი ჯგუფის პოპულარულ სიმღერებს უკრავდა.

თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს დედოფალს, რომ მან რიგით ინგლისელებს საშუალება მისცა სასახლეში მასთან ერთად გაეტარებინათ საღამო.

კომენტარები ()