imedi /  07 თებერვალი 2017, 18:57 / სანდო წყარო

სიყვარულის დღის გასატარებლად ყველაზე იაფი ქალაქები დასახელდა

პრაღა

ყვავილების მწარმოებელმა კომპანია Bloomy Days-სმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ყველაზე იაფი ქალქების სია, სადაც წყვილებმა შეიძლება „ვალენტინობა“ გაატარონ. 

პირველი ადგილი ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ დაიკავა.

პრაღაში „ვალენტინობის“ ხარჯები საშუალოდ 470 დოლარი ჯდება. ამ ფასში შედის წითელი ვარდების ფასი, სპაპროცედურები ორ კაცზე, ფილმის სეანსზე წასვლა, ვახშამი რესტორანში და ღამე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში.

სიის მიხედვით, მეორე ადგილზეა ქალაქი კორკი ირლანდიის სამხრეთით, ხოლო მესამეზე - ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი, სადაც დღესასწაულის გატარების საშუალო ფასი 543 დოლარია. 

კომენტარები ()