imedi /  12 თებერვალი 2017, 21:15 / სანდო წყარო

ავსტრიელმა სახლში ნაპოვნი 270 ათასი ევრო პოლიციას ჩააბარა

ავსტრიული ქალაქის, გრაცის მცხოვრებმა ახალი სახლის სარდაფში 269,5 ათასი ევრო აღმოაჩინა და უმალ პოლიციას აცნობა, - წერს Kronen Zeitung-ი.

გაზეთის ცნობით, 42 წლის კაცი ახალ სახლში საცხოვრებლად ამ წლის დასაწყისში გადავიდა. სარდაფის დალაგების დროს მუყაოს ყუთი იპოვა, რომლშიც 500-ევროიანი ბანკნოტების შეკვრა იყო. კანონმორჩილი მოქალაქე უმალ პოლიციას დაუკავშირდა, რადგან იფიქრა, რომ ფული შეიძლება კრიმინალთან ყოფილიყო დაკავშირებული.

პოლიცია დეტალებზე არ ლაპარაკობს, თუმცა ადასტურებს, რომ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა.

კომენტარები ()