imedi /  16 თებერვალი 2017, 19:18 / სანდო წყარო

შერლოკ ჰოლმსი BBC-ს ყველაზე პოპულარული პერსონაჟია

Sherlock

ტელეკომპანია BBC-მ თავისი სერიალების ყველაზე პოპულარული პერსონაჟებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. ლიდერული პოზიცია, 29%-ით სერიალ Sherlock-ის მთავარმა პერსონაჟმა დაიკავა.

შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებელმა ბენედიქტ კამბერბაჩმა განაცხადა, რომ მისთვის ეს შედეგი დიდი პატივია და გაოგნებულია, რომ სოციოპატმა პერსონაჟმა მსოფლიოს მოწონება დაიმსახურა.

მეორე ადგილი Doctor Who-ს შემსრულებელმა პიტერ კაპალდიმ დაიკავა (17,6%). საუკეთესო სამეულს კი სერიალ Luther-ის მთავარი პერსონაჟი ჯონ ლუთერი ხურავს. 

კომენტარები ()