ტაბლოიდი

imedi /  17 თებერვალი 2017, 10:34 / სანდო წყარო

ცნობილია ქალებმა მამაკაცებს თავი როგორ უნდა მოაწონონ

ნორთუმბრიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ქალის იდეალური ცეკვის „სამი დე“ მოდელი წარმოადგინეს.

სპეციალისტების მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ ქალები კლუბებში იმ საცეკვაო ილეთებს შეასრულებენ, რომლებზეც მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, ისინი მამაკაცების ყურადღების მიპყრობას გარანტირებულად შეძლებენ.

ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი  NATURE  წერს. ნორთუმბრიის უნივერსიტეტის სპეციალისტების თქმით, კვლევაში მონაწილეობა 39-მა გოგონამ მიიღო. მეცნიერების განმარტებით, გოგონების მოძრაობებს სპეციალური აპარატურა სწავლობდა.

კომენტარები ()