ტაბლოიდი

imedi /  17 თებერვალი 2017, 11:43 / სანდო წყარო

7 წლის ბრიტანელმა გოგომ Google-ის დირექტორისგან პირადი წერილი მიიღო

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჰერეფორის მაცხოვრებელმა 7 წლის ქლოე ბრიჯვეითერმა, Google-ის გენერალურ დირექტორს წერილი გაუგზავნა და სამსახურში აყვანა სთხოვა. დირექტორმა ქლოეს, წერილითვე, პირადად უპასუხა. ინფორმაციას Business Insider აქვეყნებს.

პატარა გოგო წერილში წერდა, რომ როცა გაიზრდებოდა Google-ში და შოკოლადის ქარხანაში მუშაობა და ოლიპმიურ თამაშებზე ცურვა სურდა.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სუნდარა პიჩანმა მოგვიანებით გოგოს წერილი პირადად მისწერა, რომელშიც დაინტერესებისთვის მადლობას უხდიდა.

„მიხარია, რომ მოგწონს მუშაობა და კომპიუტერები, ვიმედოვნებ, ტექნოლოგიების შესწალას მომავალშიც გააგრძელებ, “ - წერს პიჩანი და ეუბნება გოგოს, რომ თუ კი ოცნების ასასრულებლად სწავლას და საკუთარ თავზე მუშაობას გააგრძელებს, ის არა მხოლოდ  Google-ში დაიწყებს მუშაობას, არამედ ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებასაც შეძლებს.

Google-ში მუშაობის დაწყების სურვილი გოგოს მამამ ურჩია, რომელიც კომპანიას საუკეთესო სამუშაო ადგილად მიიჩნევს. მან Google-ის ოფისის ფოტოები აჩვენა ქლოეს, რომელიც აღფრთოვანდა მუშაობის პროცესში „ამერიკულ მთებზე“ სრიალის შესაძლებლობით. 

7 წლის ქლოე ბრიჯვეითერის წერილი

Google-ის დირექტორის წერილი

კომენტარები ()