ტაბლოიდი

imedi /  17 თებერვალი 2017, 13:29 / სანდო წყარო

მარსელ პრუსტის ერთადერთი კინოკადრი აღმოაჩინეს

მარსელ პრუსტი

კანადის, ლევალის უნივერსიტეტის პროფესორმა ჟან-პიერ სირუა-ტრაჰანმა კინოფირზე აღმოაჩინა ფრანგი მწერლის მარსელ პრუსტის კადრი. ეს მწერლის ერთადერთი ვიდეოგამოსახულებაა, რომელიც ისტორიას შემორჩა. ფირი 1904 წელსაა გადაღებული. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. 

მწერალი  თავისი მეგობრის ანრი გრეფიულის ქალიშვილის ქორწილშია, რაც მანამდე დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია. პრუსტი ჩანაწერში 37-ე წუთზე ჩნდება.

მარსელ პრუსტი (1871 - 1922) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ავტორია. ფრანგი მწერალი ავტორია წიგნების ცნობილი ციკლისა "დაკარგული დროის ძიებაში". ანრი გრეფიულის პროტოტიპია მისი ერთ-ერთი ლიტერატურული პერსონაჟი.

კომენტარები ()