imedi /  17 თებერვალი 2017, 13:39 / სანდო წყარო

ზლატანი ჰეთ-თრიქის განმეორებას მომავალ კვირასაც აპირებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

"მანჩესტერ იუნაიტედის" შვედმა თავდამხმელმა ევროპის ლიგის 1/16 ფინალში სენტ-ეტიენს სამი გოლი გაუტანა და ინგლისელებს დამაჯერებელი გამარჯვება მოუპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"საგოლე მომენტები გვქონდა. აუცილებელი იყო დიდი ანგარიშით მოგება. რადგან წინ საპასუხო მატჩია. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უფრო მეტიც შეგვეძლო"- ამბობს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მანჩესტერის თავდამსხმელს იმედი აქვს, რომ ჰეთ-თრიქს მომავალ კვირასაც გაიფორმებს.

კომენტარები ()