imedi /  17 თებერვალი 2017, 14:11 / სანდო წყარო

ორსული მერლინ მონროს უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა

მერლინ მონრო

გამოცემა Daily Mail-იმ ჰოლივუდის მსახიობ მერლინ მონროს ორსულობის ფოტოები გაავრცელა, რომელიც 1960 წლის 8 ივლისს ნიუ-იორკში გადაიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით ბავშვის მამა ფრანგი მსახიობი და მომღერალი ივ მონტანია და არა მონროს მეუღლე დრამატურგი არტურ მილერი.

Never seen before pictures of Marilyn Monroe just surfaced and my day is made. I love her so much 🌹❤ pic.twitter.com/jeyI3j4rk4


სურათები 56 წლის ტონი მაიკლსმა მოიპოვა, რომელიც მერლინ მონროს მეგობარ ფრიდა ჰალლს იცნობდა. მრავალი წლის მანძილზე ფრიდა ამ ფოტოებს მალავდა და დღემდე უცნობია მონრომ ბავშვი დაკარგა, თუ აბორტი გაიკეთა. 

მერლინ მონრო სამჯერ იყო გათხოვილი. პირველი მეუღელე პოლიციელი ჯიმ დოგერტი, მეორე ბეისბოლელი ჯო დიმაჯიო და მესამე დრამატურგი ართურ მილერი იყო. მსახიობი 1962 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები ()