ტაბლოიდი

imedi /  17 თებერვალი 2017, 14:47 / სანდო წყარო

72 წლის ჩინელმა კაცმა სქესი შეიცვალა

72 წლის სინ იუეს, 15 თებერვალს პეკინში, სქესის შეცვლის ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც მოიცავდა მკერდის გადიდებასა და საშოს პლასტიკას (კაცის გენიტალიების ქალისად ტრანსფორმაცია). ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა China Daily.

მედიის ცნობით, ქირურგიულ ჩარევამდე იუემ მრავალი სამედიცინო ტესტი გაიარა და ათასობით კითხვას უპასუხა.

სინ იუეს ქალიშვილი ჰყავს და 1970-2000 წლებში ჰყავდა მეუღლეც, რომელმაც მხარი დაუჭირა ყოფილი ქმრის გადაწყვეტილებას. 

კომენტარები ()