ტაბლოიდი

imedi /  17 თებერვალი 2017, 19:56 / სანდო წყარო

არსენი იაცენიუკმა იმიჯი შეიცვალა

არსენი იაცენიუკი
მეუღლესთან ერთდ

უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და "სახალხო ფრონტის" ლიდერმა არსენი იაცენიუკმა იმიჯი შეიცვალა. პარტია მის ახალ ფოტოებს Facebook-ზე აქვეყნებს.

იაცენიუკი უკრაინის მთავრობას 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ის ვლადიმერ გროსმანმა შეცვალა.

გამოცემა kp.ua წერს, რომ იაცენიუკს წვერი, სავარაუდოდ, ერთი თვეა არ გაუპარსავს. ახალი იერით პოლიტიკოსი საჯაროდ თავის მეუღლესთან ტერეზიესთან ერთად ფილმის "გარდამტეხი მომენტი. ბრძოლა დემოკრატიისთვის უკრაინაში" პრემიერაზე გამოჩნდა. მანამდე ლიდერი, როგორც წესი, სულ გაპარსული იყო ხოლმე.

 

 

კომენტარები ()