imedi /  03 მარტი 2017, 15:40 / სანდო წყარო

ესპანური რესტორნიდან ერთბაშად 120 კლიენტი გაიპარა

რესტორანი El Carmen

ესპანეთის ერთ-ერთი რესტორნიდან 120 კლიენტი ისე გაიპარა, რომ ანგარიში არ გადაუხდიათ. მათ დაწესებულებისთვის 2 ათასი ევრო მართებთ, - წერს BBC.

ინციდენტი ქალაქ ბემბირში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მოხდა. რესტორან  El Carmen-ში ბავშვის ნათლობას რუმინელების კამპანია ზეიმობდა. ბანკეტის წინ მათ ავანსად 900 ევრო გადაიხადეს. სტუმრებმა მოასწრეს წახემსება, მთავარი კერძიც მიირთვეს და 30 ბოთლი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელიც დალიეს.

სტუმრები რესტორნიდან დესერტის გამოტანამდე გაიქცნენ და როგორც თვითმხილველი ყვება, ყველაფერი ერთი წუთის განმავლობაში მოხდა. პოლიცია საქმის კურსშია, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი ამ 120 ადამიანიდან არ უპოვია.   

რესტორნის მფლობელს ანტონიო როდრიგეზს არ სჯერა, რომ ზარალს ვინმე აუნაზღაურებს. მისი თქმით 35 წელია ამ ბიზნესშია, და მსგავს ფაქტის წინაშე პირველად აღმოჩნდა.

კომენტარები ()