imedi /  11 მარტი 2017, 20:45 / სანდო წყარო

ქსელის მომხმარებელი თავს ერთდროულად 244 ადამიანად ასაღებდა

ჩინეთის უცნობმა მოქალაქემ 244 ადამიანი გამოიგონა და პოპულარულ ჩინურ ვებგვერდზე Zhihu.com ქსელის მომხმარებლებს ერთდროულად ყველას სახელით ეკონტაქტებოდა, - წერს South China Morning Post-ი.  

ვებგვერდის ხელმძღვანელობამ მისი ექაუნთი დაბლოკა იმ მიზეზით, რომ ის მომხმარებლებს ატყუებდა. კერძოდ, მათთან დისკუსიებში ის ხან ბიზნესმენი იყო, ხან პოლიციელი, მეთევზე, ფერმერი ან მოთხილამურე.

გამოცემა წერს, რომ ბევრი ჩინელი მას "ქვეყანაში ყველაზე საინტერესო ადამიანს" უწოდებს და ყველა მის აქტივობას ქსელში დიდი ყურადღებით აკვირდება.
 

კომენტარები ()