ტაბლოიდი

imedi /  04 იანვარი 2017, 16:19 / სანდო წყარო

ახალ სმარტფონში ათობით ვარსკვლავის ტელეფონის ნომერი აღმოჩნდა

სოფი ჰაიფილდმა აბსოლუტურად ახალი, შეფუთული iPhone 5s იყიდა და ერთი თვის შემდეგ სმარტფონის მისამართების წიგნში ათობით ვარსკვლავის და კიდევ ასობით უცნობი ადამიანის კონტაქტი აღმოაჩინა, - წერს ბრიტანული Metro.

სოფის სმარტფონში ისეთი ადამიანების ნომრები აღმოჩნდა, როგორებიც არიან მომღერალი ადელი, ოლიმპიური ჩემპიონი გრეგორი რაზერფორდი,  Spice Girls-ის წევრი ემა ლი ბატონი, პროდიუსერები და სხვა ბრიტანელი ვარსკვლავები.  
    
მობილურმა ოპერატორმა Three Mobile ვერ ახსნა, საიდან აღმოჩნდა უცხო ნომრები ახალ სმარტფონში. ის ამტკიცებს, რომ ტელეფონი ახალია და აღდგენილიც კი არ არის. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მიზეზი შეიძლება iCloud-ის გაუმართაობა ყოფილიყო, თუმცა ერთთვიანი გამოკვლევის შემდეგ Apple-მა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.     

 

კომენტარები ()