imedi /  15 მარტი 2017, 17:08 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი Snoop Dogg-ს პასუხობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Snoop Dogg-ის სიმღერის რემიქსის შესახებ, სადაც ტრამპი მარიხუანას ეწევა, Twitter-ზე წერს.

ტრამპის თქმით, ნამდვილი სკანდალი მოხდებოდა Snoop Dogg-ს იგივე შინაარსის კლიპი ბარაკ ობამაზე რომ გადაეღო.

Youtube-ზე ჯგუფ BadBadNotGood-ის სიმღერა Lavender-ის რემიქსი რამდენიმე დღის წინ აიტვირთა, რომელშიც Snoop Dogg-იც მონაწილეობს. კლიპში ერთი კადრია - როდესაც "რონალდ კლამპი" მარიხუანას ეწევა Snoop Dogg-ი მას იარაღს უმიზნებს და ესვრის. 2016 წლის ნოემბერში, ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, Snoop Dogg-მა კანადის მოქალაქეობის მიღების სურვილიც კი გამოთქვა.

კომენტარები ()