imedi /  16 მარტი 2017, 14:20 / სანდო წყარო

იაპონური კომპანია ინტერნეტმომხმარებელს ე.წ. მეგობრების სამსახურს სთავაზობს

იაპონიაში კომპანია  Family Romance ინტერნეტმომხმარებელს მსახიობების სამსახურს სთავაზობს, რომლებიც, სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად, მსურველებთან სელფის გადაიღებენ, - იუწყება Dailymail.

2-საათიანი ფოტოსესია 73 დოლარი ღირს. მსურველს კომპანია წინასწარ გააცნობს კატალოგს, რომელშიც მოცემულია ე.წ. მეგობრების ფოტოები. მათგან ნებისმიერი სასურველი კანდიდატურის ამორჩევა შეიძლება.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ეს სამსახური განსაკუთრებით იმ ადამიანებს გამოადგებათ, რომლებსაც ცოტა მეგობარი ჰყავთ ანდა ყოფილი შეყვარებულის გაბრაზება სურთ. ფირმის საიტზე კმაყოფილი მომხმარებლების უამრავი კომენტარია.

„მე ათობით მსახიობი დავიქირავე, რათა მათ ჩემი მეგობრები განესახიერებინათ. ჩვენ ტოკიოს ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში ჩემი დაბადების დღე აღვნიშნეთ, დავლიეთ, ვიმხიარულეთ, „მეგობრებმა“ ულამაზესი ტორტი მაჩუქეს და ბევრი სელფიც გადავიღეთ“, - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. 

კომენტარები ()