imedi /  17 მარტი 2017, 17:01 / სანდო წყარო

პატრიკ სტიურტმა მარიხუანის ყოველდღიური მოხმარება აღიარა

პატრიკ სტიუარტი

ბრიტანელმა მსახიობმა პატრიკ სტიუარტმა, რომელიც ფილმში "იქს ადამიანები" პროფესორ ჩარლზ ქსავიერის როლს ასრულებს, აღიარა, რომ ყოველდღე მოიხმარს მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის. არტისტის თქმით, ეს ეხმარება მას რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებთან გამკლავებაში, - იუწყება NME.

"ეს მეხმარება, რომ დავიძინო. ტკივილს მიმსუბუქებს", - ამბობს სტიუარტი. მისი თქმით, ორი წლის წინ, როდესაც ორივე ხელის რევმატოიდული ართრიტი აღმოაჩნდა, ექიმმა მას კანაფის შემცველი პროდუქტის ყიდვის უფლება მისცა.    
 

კომენტარები ()