imedi /  17 მარტი 2017, 18:51 / სანდო წყარო

იტალიელმა ქალმა ბებიას ბერლუსკონისთან ვახშამი 70 000 ევროდ უყიდა

სილვიო ბერლუსკონი

აუქციონზე იტალიელმა ქალმა თავის ბებიას 70 ათას ევროდ ყოფილ პრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან ვახშამი უყიდა. ამის შესახებ წერს Tgcom24-ი.

საქველმოქმედო ონლაინ-აუქციონი ფონდი Charity Stars-ი და იტალიის წითელი ჯვრის საზოგადოებამ გამართა. მიზანი, 2016 წელს მიწისძვრით დაზარალებული იტალიელების დახმარება იყო. იმ დღეებში სტიქიისგან ქვეყანა თითქმის 24 მილიარდი ევროთი დაზარალდა. 

მედიის ცნობით ბერლუსკონისთან შეხვედრა მილანში, მის გრანდიოზულ ვილაზე შედგება. ქალის თქმით, მას სურდა ბებიისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, რადგან ქალი 80 წლის მედიამაგნატის გულმხურვალე თაყვანისმცემელია.

 

კომენტარები ()