imedi /  18 მარტი 2017, 11:17 / სანდო წყარო

ირლანდიელი ტურისტი დააჯარიმეს

ავსტრია

ირლანდიელ ტურისტს, რომელიც ავსტრიაში ისვენებდა და დაკარგულად გამოცხადდა, 2 ათას ევროს გადაახდევინებენ იმ სამძებრო სამუშაოების გამო, რაც მის მოსაძებნად ჩატარდა, იუწყება ონლაინგაზეთი The Irish Sun.

გამოცემის თქმით, 37 წლის კაცი თავის სამ მეგობართან ერთად ზალცბურგში ისვენებდა. 12 მარტს, როცა ის თავის სასტუმროში არ დაბრუნდა, მეგობრებმა პოლიციას გამოუძახეს. მის მოსაძებნად მეორე დღესვე მასშტაბური სამძებრო ოპერაცია დაიგეგმა. მას ადგილობრივ მდინარეშიც ეძებდნენ.

ოპერაცია 15 მარტს შეწყდა, როცა დაკარგული ზალცბურგის რკინიგზის სადგურში მთვრალი იპოვეს. მოგზაური ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დამ ჩამოაკითხა და ირლანდიაში წაიყვანა.

ახლა ადგილობრივი სამძებრო სამსახური აპირებს პოლიციის დახმარებით ტურისტს გაუგზავნოს ანგარიში, რაც მის სამძებრო სამუშაოებს დასჭირდა. 

კომენტარები ()