imedi /  18 მარტი 2017, 14:15 / სანდო წყარო

საფეხბურთო კლუბმა ფანატს სტადიონის 10 ათასი სკამი გააწმენდინა

თურქეთის საფეხბურთო კლუბმა „ტრაბზონსპორმა“ თავისი გულშემატკივარი დასაჯა, რომელიც ჩემპიონატის დროს სტადიონის სკამზე ფეხებით შედგა.

„ეს ჩვენი ახალი სახლია. სახლში ხომ არ დადიხართ ფეხსაცმელებით ავეჯზე? ხოდა აი სასჯელიც!“, - წერს კლუბი თავის YouTube-ს არხზე.

ფანატს 10 ათასი სკამის გაწმენდა „შენოლ გიუნეშის“ სტადიონზე დაავალეს, რომელიც 2016 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა. სტადიონი 41 ათასამდე მაყურებელს იტევს. 

კომენტარები ()