imedi /  19 მარტი 2017, 17:22 / სანდო წყარო

Real Madrid-ის ფეხბურთელმა მართვის მოწმობის ასაღებად ქრთამი გადაიხადა

ფაბიო კოენტრაუ

Real Madrid-ის ფეხბურთელმა ფაბიო კოენტრაუმ მართვის მოწმობის ასაღებად, ქრთამის სახით, 4000 ევრო გადაიხადა. ინფორმაციას სპორტული გამოცემა O Jogo ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, კოენტრაუმ სასამართლოზე აღიარა, რომ 2012 წელს, მართვის მოწმობის თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად 4000 ევრო, ქრთამის სახით, გადაიხადა. 

ფეხბურთელის თქმით, ის დახმარების გარეშე გამოცდას ვერ ჩააბარებდა, რადგან ტესტების მხოლოდ ნაწილი იცოდა. ამიტომ გადაწყვიტა გამომცდელისთვის ფული გადაეხადა, რათა მას ჟესტების გამოყენებით ფეხბურთელისთვის სწორი პასუხები ეკარნახა.

კოენტრაუს განმარტებით, დატვირთული გრაფიკის გამო, მას არ ჰქონდა საშუალება გამოცდისთვის უკეთ მომზადებულიყო.

სასამართლომ ფაბიო კონეტრაუს, ჯარიმის სახით, შიმშილთან ბრძოლის ფონდში 3000 ევროს ჩარიცხვა დააკისრა. 

კომენტარები ()