imedi /  19 მარტი 2017, 18:12 / სანდო წყარო

მარტორქამ ოპერატორს მოფერება სთხოვა

სამხრეთ აფრიკა

ოპერატორი გარტ დე ბრუნო ოსტინი სამხრეთ აფრიკაში მარტორქებს იღებდა, როცა მასთან მოულოდნელად ერთ-ერთი მარტორქა მივიდა და მუცლის მოფხანა „სთხოვა“. ვიდეო, რომელიც youtube-ზე ოსტინმა ატვირთა, ნამდვილ ჰიტად იქცა.

ოპერატორმა თქვა, რომ ცხოველი ძალიან კეთილგანწყობილი იყო და თავად გადაწყვიტა მასთან მისვლა, თუმცა ოსტინმა ტურისტები გააფრთხილა, რომ მარტორქის მოფერება არ ღირს, რადგან ეს ძალიან საშიშია.

„მარტორქებს რამდენიმე წელია რაც ვიღებ, ამიტომაც ისინი ჩემ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან და მათ ნდობას ვიმსახურებ“, - იხუმრა ოპერატორმა. 

კომენტარები ()