imedi /  20 მარტი 2017, 11:45 / სანდო წყარო

ტრამპის კაბინეტში მოქალაქე შეიჭრა და სელფი გადაიღო

ამერიკელი ჯოზეფ იანგი აშშ-ის პრეზიდენტის ფლორიდის რეზიდენციის სამუშაო კაბინეტში შეიპარა და მის ახალგაზრდობის პორტრეტთან სურათი გადაიღო.

 

 

იანგმა ფოტო თავის Instagram-ზე ატვირთა წარწერით: „ამ სელფისთვის დაცვას დავუსხლტი ხელიდან. შეეძლოთ გაეფრთხილებინათ, რომ არ შეიძლებოდა შემოსვლა“.

უსაფრთხოების უწყების გამგე კეტრინ მილჰონუნმა განაცხადა, რომ რეზიდენცია ღია იყო და ტურისტებს შეეძლოთ დათვალიერება, ხოლო იანგის მტკიცებულება ტყუილია.

11 მარტს თეთრი სახლის დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს კაცი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეღწევას ცდილობდა.

მედიის ცნობით, ამ ადამიანმა, როგორღაც, დაბრკოლების გარეშე შეძლო რეზიდენციამდე მისვლა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იყო.
 

კომენტარები ()