imedi /  20 მარტი 2017, 14:19 / სანდო წყარო

ტრამპს ირლანდიური გამონათქვამი ნიგერიელი პოეტის ლექსში აერია

„ირლანდიული ანდაზა“, რომლის ციტირება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წმინდა პატრიკის დღეს გააკეთა, ნიგერიელი მოყვარული პოეტის ალბაშარ ალჰასანის შემოქმედებიდან იყო. - იუწყება CNN-ი.

მოსალოც სიტყვაში ტრამპმა თქვა - „არსებობს ირლანდიური გამოთქმა: ყოველთვის დაივიწყე მოღალატე მეგობრები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს ის, ვინც შენი ერთგული დარჩა“. ამ სიტყვის შემდეგ, სოცქსელში გამოჩნდა პოსტები, სადაც ირლანდიელები წერდნენ, რომ არასდროს სმენიათ მსგავსი ხალხური სიბრძნე.

მედიამ დაადგინა, რომ ალჰასანმა ახალგაზრდობაში დაწერილი ლექსი PoemHunter-ზე ატვირთა. პოსტი 2013 წლითაა დათარიღებული. „არ მეგონა, თუ ამ დონეს მივაღწევდი“, - თქვა ალჰასანმა. „შესაძლოა ლექსების წერა უნდა გამეგრძელებინა და ფინანსები არ მესწავლა“- დასძინა მოყვარულმა პოეტმა.

Twitter-ზე ირონიულად მიიჩნეს ის ფაქტი, რომ ტრამპმა სწორედ რომ მუსლიმი კაცის ციტირება გააკეთა. 

 

 

 

კომენტარები ()