imedi /  20 მარტი 2017, 15:08 / სანდო წყარო

ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დასახელდა

გაერთიანებული ერების სააგენტოს The World Happiness Report-ის ბოლო მონაცემებით, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა. სააგენტო რამდენიმე წელია ქვეყნის „სუბიექტური კეთილდღეობის“ მონაცმებს აქვეყნებს.

რეიტინგის ლიდერულ პოზიციებს, ტრადიციულად, სკანდინავიის ქვეყნები იკავებენ - ნორვეგია, დანია, ისლანდია, ფინეთი და ასევე შვეიცარია.

ექსპერტების თქმით, "ყველაზე უბედური ქვეყნები“ კი ბურუნდი,ტანზანია და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა.

რეიტინგის დასადგენად ანალიტიკოსები ითვალისწინებენ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლიობას და ქვეყანაში კორუპციის დონეს.

საქართველო ამ რეიტინგში 155 ქვეყნიდან, 125-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები ()