imedi /  20 მარტი 2017, 17:24 / სანდო წყარო

ნასვამი ქურდი ძარცვის მცდელობისას დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ მთვრალი ქურდი ძარცვის მცდელობის მომენტში დააკავა.

ნასვამმა მძარცველმა მაღაზიის ვიტრინა გატეხა, საიდანაც მაღაზიაში შესვლას ცდილობდა, თუმცა გატეხილ მონაკვეთში გაიჭედა. ძარცვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, პოლიციამ დამნაშავე უპრობლემოდ დააკავა. 

პოლიციამ ნასვამი ქურდის ფოტო Twitter-ზე დადო. პოსტი მალევე გახდა სოციალური ქსელში ხუმრობის საგანი.

კომენტარები ()