imedi /  20 მარტი 2017, 18:10 / სანდო წყარო

გერმანელი დალაქი კლიენტებს მასაჟს გველით უკეთებს

დრეზდენში, Haar Mode Team-ის სალონში, დალაქი თავის კლიენტებს ცოცხალი პითონის საშუალებით მასაჟს სთავაზობს. ამის შესახებ სააგენტო UPI წერს.

სალონის მფლობელი ფრენკ დოლენი ამტკიცებს, რომ ამ მეთოდის შესახებ, სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ გაიგო. გერმანიაში დაბრუნებისას კი გადაწყვიტა თავისი შინაური ცხოველი 13 წლის სამეფო პითონი მონტი დაესაქმებინა.

მონტის სიგრძე 1 მეტრს აღემატება და 2,4 კილოგრამს იწონის. დოლენის თქმით, პითონი 90%-ით კუნთებისგან შედგება, რაც მას იდეალურ მასაჟისტად აქცევს. 

კომენტარები ()