imedi /  20 მარტი 2017, 18:54 / სანდო წყარო

საფრანგეთში ოჯახმა ოქროსა და ვერცხლის მონეტების საგანძური იპოვა

საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში მცხოვრებმა ახალგაზრდა წყვილმა, საკუთარი სახლის სარდაფში ოქროსა და ვერცხლის მონეტებით სავსე ქვევრი აღმოაჩინა. მონეტები XV-XVII საუკუნეებით თარიღდება. ინფორმაციას ტელეკომპანია BFM ავრცელებს. 

სახლი 1580 წელს არის აშენებული. ტელევიზიის ინფორმაციით, წყვილმა სახლში არსებული მარნის გარემონტება გადაწყვიტა. მარნის მიწისგან გასუფთავების დროს კი მათ მონეტებით სავსე ქვევრი იპოვეს, რომელშიც 3000-მდე ვერცხლის და 17 ოქროს მონეტა იყო. 

მონეტების ნაწილი ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის დროს არის მოჭრილი, ნაწილი კი ეგვიპტურია.

 

კომენტარები ()