imedi /  21 მარტი 2017, 00:20 / სანდო წყარო

ტაილანდში ბერებმა მაღაზიიდან iPhone მოიპარეს

ტაილანდის ერთ-ერთ პროვინციაში, ორმა ბერმა მაღაზიაში, გამყიდველის მაგიდიდან iPhone მოიპარა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბერის ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ადამიანი მაღაზიაში მოწყალების სათხოვნელად შევიდა. როგორც კი გამყიდველმა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა, ერთ-ერთმა ბერმა მობილური აიღო და ტამსაცმლის ქვეშ დამალა. მომხდარი მაღაზიის კამერამ დააფიქსირა.

კომენტარები ()