ტექნოლოგიები

19 აგვისტო 2017, 14:39

დედამიწისკენ მოძრავი ასტეროიდის მოდელირება წარმოადგინეს

NASA-მ დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდი ფლორენსის მოახლოების მოდელირება შექმნა, რომელიც დედამიწას 2017 წლის 1 სექტემბერს ჩაუფრენს. კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ობიექტი (3122) ფლორენსი აქამდე ცნობილი ასტეროიდებიდან ყველაზე დიდია, რომელიც დედამიწასთან მოახლოებულა. მისი დიამეტრი 5 კილომეტრს აღწევს.

19 აგვისტო 2017, 13:53

ვისკიში წყლის დამატება სასმელს უფრო გემრიელს ხდის

მკვლევრებმა წყლის, ეთანოლისა და გვიაკოლის მოლეკულების ქცევის მოდელირება განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ სანამ ეთანოლის შემცველობა ვისკიში 40%-მდეა, გვიაკოლი სტაბილურად ჩერდება ჭიქის ფსკერზე, თუმცა წყლის თანდათან დამატებით, ის ზედაპირზე ამოდის.

19 აგვისტო 2017, 12:26

iPhone-ის გატეხის მარტივ მეთოდს მიაკვლიეს

iOS-ში არსებობს ბრუტფორსისგან თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ბევრჯერ არასწორი პინის შეყვანის საშუალებას არ გაძლევს. სპეციალური მოწყობილობის გააქტიურებით, რომელიც სმარტფონს უერთდება, თქვენ შეძლებთ პინ-კოდების იმდენჯერ გამეორებას, რამდენჯერაც ჩათვლით საჭიროდ.

19 აგვისტო 2017, 00:40

მეცნიერებმა ლეიკემიის საწინააღმდეგო ვიტამინი დაადგინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიასთან ბრძოლაში ვიტამინი C ეფექტურია. ექსპერტება დაასკვნეს, რომ ეს ვიტამინი ლეიკოციტებში TET2 გენის აქტივობას აღადგენს, როცა ის ლეიკემიის დროს თითქმის ნახევრად დაქვეითებულია ნორმალურ ფიზიოლოგიურ დონესთან შედარებით.

19 აგვისტო 2017, 00:06

ჩინეთში პირველი ინტერნეტ-სასამართლო გაიხსნა

ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში, პროვინცია ჩეციანში, პირველი ინტერნეტ-სასამართლო გაიხსნა. ის განიხილავს ინტერნეტში საავტორო უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეებს, თაღლითობას, ინტერნეტ-შეთანხმებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პირობების დარღვევას ვაჭრობის სფეროში და სხვა.

18 აგვისტო 2017, 20:27

ტრამპის წასვლით Twitter-ი 2 მილიარდ დოლარს დაკარგავს

კომპანია Monness Crespi Hardt & Co.-ს ანალიტიკოსის ჯეიმს კეკმაკის თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის Twitter-ს გააუქმებს და სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნებას შეწყვეტს, კომპანიის კაპიტალი დაახლოებით 20%-ით შემცირდება.

18 აგვისტო 2017, 16:35

დედამიწას ყველაზე დიდი ასტეროიდი უახლოვდება

NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას, აქამდე ცნობილებიდან, ყველაზე დიდი ასტეროიდი ჩაუფრენს. ის პლანეტისკენ დაახლოებითი 1980-იანი წლებიდან მოემართება. "სხვა ცნობილ ასტეროიდებს კიდევ უფრო ახლოს ჩაუფრენიათ დედამიწასთან, მაგრამ "ფლორენსი" მათ შორის ყველაზე დიდია", - აცხადებს NASA-ს წარმომადგენელი პოლ ჰოდასი.

17 აგვისტო 2017, 16:34

Samsung Galaxy S8 2017 წლის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონია

Strategy Analytics-ის ბოლო მონაცემებით, Samsung Galaxy S8, რომელიც აგვისტოს დასაწყისიდან იყიდება, 2017 წლის ყველაზე გაყიდვადი ანდროიდია. ანალიტიკოსის ნილ მასტონის თქმით, სმარტფონის მიწოდების მოცულობამ 360,4 მილიონს გადააჭარბა.

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}