imedi /  14 აპრილი 2017, 15:31 / სანდო წყარო

ჰაკერებმა Youtube-ის ათასობით ექაუნთი გატეხეს

ჰაკერულმა დაჯგუფებამ, OurMine ათასობით YouTube -ექაუნთი გატეხა, მათ შორის ცნობილი ბლოგერების პროფილებიც.

The Sydney Morning Herald-ის ცნობით ბოროტმოქმედებმა სათაურებთან საკუთარი დაჯგუფების რგოლები დაამატეს ასეთი შეტყობინებით: „შეღწევა უსაფრთხოების გადამოწმებას უკავშირდება“.

ამ ინციდენტის შედეგად დაზარალდა კომპანია 71, რომელიც Youtube-ზე 1200-ზე მეტ არხს წარმოადგენს. ჰაკერული რეიდების კვალი ამ დრომდე შეიმჩნევა არხებზე: RomanAtwoodVlogs (12 მილიონზე მეტი ხელმომწერით), JustKiddingNews (1,5 მილიონზე მეტი ხელმომწერით) დაWranglerstar (ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერით).

დაჯგუფება OurMine ცნობილი ადამიანების ექაუნთებს ტეხავს. ყველა ასეთი ღონისძიების შემდეგ ტოვებს ანალოგიური ტექსტის შეტყობინებებს და კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მომხმარებლებს უსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად მომსახურებას სთავაზობს. მანამდე, ამ ჯგუფმა მარკ ცუკერბერგის და ჯეკ დორსის ექაუნთებსაც შეუტიეს.  

კომენტარები ()