imedi /  14 აპრილი 2017, 18:25 / სანდო წყარო

პლანშეტები და სმარტფონები ბავშვებისთვის საზიანოა

ლონდონის უნივერსიტეტისა და სამეფო კოლეჯის მეცნიერთა დასკვნის მოკლე ვერსიას გამოცემა Gizmodo გვთავაზობს. 

მეცნიერების კვლევის საგანი მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, რომლებსაც სენსორულ მოწყობილობებთან ხშირი კონტაქტი აქვთ. მკვლევართა ჯგუფმა ონლაინ გამოკითხვა, 6-დან 36 თვის ბავშვების მშობლებს ჩაუტარა, რომელთა 70 %-ს ეს მოწყობილობა აღმოაჩნდა და მათგან დაახლოებით 75 პროცენტი შვილების დროულად დაძინების პრობლემაზე ჩიოდა.

მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვებს ასეთ მოწყობილობებთან ურთიერთობის ერთი საათი დასვენებისთვის 15,6 წუთს ართმევს.

კომენტარები ()