imedi /  14 აპრილი 2017, 21:12 / სანდო წყარო

მესამე მსოფლიო ომის შესახებ შეკითხვებმა Google-ში რეკორდი დაამყარა

Google-ის მონაცემებით მესამე მსოფლიო ომის შესახებ შეკითხვების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ამის შესახებ Google Trends-ის გრაფიკული მონაცემი მოწმობს, რომელიც მომხმარებლების მოთხოვნების ანალიზს აკეთებს.

 

გამოცემა International Business Times-ის აზრით, ამის მიზეზი სირიის სამხედრო აეროდრომზე, „შაირათზე“ ამერიკის მიერ განხორციელებული ავიაიერიშია და ასევე აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გამწვავება.

მონაცემის მიხედვით, ყველაზე მეტი კითხვა მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით ფილიპინებისა და ავსტრალიის მოქალაქეებს აწუხებთ.

კომენტარები ()