imedi /  19 აპრილი 2017, 19:01 / სანდო წყარო

იუპიტერის ორეული აღმოაჩინეს

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა პლანეტა იუპიტერის ორეული აღმოაჩინა. სხეულს, რომელიც ასტრონომებმა მონიშნეს როგორც MOA-2016-BLG-227Lb, დედამიწიდან 21 ათასი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ინფორმაციას Phys.org ავრცელებს.

ასტრონომების თქმით, ე.წ. ორეული იუპიტერზე სამჯერ დიდია. მათი განცხადებით, ის სუპერ-იუტერთა კლასს განეკუთვნება. სუპერ-იუპიტერთა კლასში ის ციური სხეული ერთიანდებიან, რომლებიც მზის სისტემაში შემავალ სხეულებზე მასიურები არიან. მათ ეგზოპლანეტებსაც უწოდებენ. ეგზოპლანეტები მოძრაობენ არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის ან ყავისფერი ჯუჯის გარშემო. აღმოჩენილია 1800-ზე მეტი ეგზოპლანეტა.

MOA-2016-BLG-227Lb ასტრონავტებმა 2016 წელს ტელესკოპ MOA-IIის მეშვეობით აღმოაჩინეს. მის გამოსააშკარავებლად, ასტრონომებმა გრავიტაციული ლინზირების მეთოდი გამოიყენეს. 

კომენტარები ()