imedi /  19 აპრილი 2017, 20:26 / სანდო წყარო

მეცნიერებმა გიგანტური ზღვის ჭია პირველად დაიჭირეს

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ფილიპინებზე პირველად აღმოაჩინეს ცოცხალი ზღვის ჭია Kuphus polythalamia, რომლის არსებობის შესახებ დიდი ხანი იცოდნენ, მაგრამ მანამდე მხოლოდ მათ ნიჟარებსა და ლეშს ხვდებოდნენ. კვლევას ვრცლად გამოცემა Pnas-ი აქვეყნებს.

როგორც აღმოჩნდა, ეს გიგანტური არსებები არა ხით, არამედ გოგირდწყალბადით (H2S) იკვებებიან, თანაც იმ გარემოში, სადაც ჟანგბადით მსუნთქავი არსებები, ვერც კი არსებობენ.

მეცნიერების თქმით, ეს არსება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჰგავს ჭიას, სინამდვილეში მოლუსკების ოჯახს მიეკუთვნება.

"ცოცხალი ზღვის ჭიის პოვნა ჩემთვის იგივეა, რაც დინოზავრის აღმოჩენა," - აცხადებს ბოსტონის ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

კომენტარები ()