imedi /  19 აპრილი 2017, 21:18 / სანდო წყარო

Google-ს აპლიკაცია ნაჯღაბნებს ლამაზ ნახატებად აქცევს

Google-მა ახლახანს ახალი აპლიკაცია წარადგინა. მას AutoDraw ჰქვია და თქვენი გაუმართავი ნახატის გამოსწორება შეუძლია.

პროგრამის ალგორითმის მიხედვით, თეთრ ფურცელზე შესაძლებელია ნებისმიერი ობიექტის მოხაზვა. პროგრამა მას რაიმე ფორმას მიამსგავსებს და შემოგთავაზებთ თავისეულ ვერსიას.

აპლიკაცია უფასოა და შეგიძლიათ აქვე დაიწყოთ ხატვა.

 

კომენტარები ()