imedi /  20 აპრილი 2017, 18:12 / სანდო წყარო

მეცნიერები: ველოსიპედით სეირნობა კიბოს რისკს ორჯერ ამცირებს

გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ ველოსიპედით სეირნობა კიბოსა და ზოგჯერ ინფარქტის რისკსაც ორჯერ ამცირებს. შესაბამის კვლევას ვრცლად BBC-ი აქვეყნებს.

ექსპერტებით თქმით, ველოსიპედით ყოველდღიური მოგზაურობა, მაგალითად სახლიდან სამსახურამდე და უკან, ადრეული სიკვდილის რისკ 40%-ით ამცირებს, კიბოს გაჩენის საშიშროებას - 45%-ით და გულ-სისძლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი კი ორჯერ მცირდება.

შესაბამის დაკსვნამდე მეცნიერები 250 ათასამდე საშუალო ასაკის ბრიტანელზე დაკვირვებით მივიდნენ, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 5 წლის განმავლობაში ატარებდნენ. მონაწილეები, კვირის განმავლობაში ველოსპედით სეირნობაში საშუალოდ, 50 კილომეტრს ფარავდნენ.

კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანების ნაადრევი გარდაცვალების რისკი, რომლებიც კვირაში რამდენიმეე საათს ველოსიპედით სეირნობას უთმობდნენ, 41%-ით ნაკლები იყო მათზე, რომლებიც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ.

„ნათელია, რომ ისინი, ვინც აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, თავად ამცირებენ ამ დაავადებების რისკს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისების შემთხვევაში, მსოფლიოს მასშტაბით დაავადებების რისკის შემცირებას მივაღწევთ“ - აცხადებს მკვლევარი და პროფესორი ჯეისონ ჯილმა.

აღნიშნავენ, რომ ფეხით სიარულიც, ასევე სასარგებლოა, მაგრამ არა იმდენად, როგორც ველოსიპედი. 

კომენტარები ()