imedi /  21 აპრილი 2017, 13:58 / სანდო წყარო

მფრინავი აერომობილების ყიდვა 2018 წლიდან შეგიძლიათ

 

მონაკოში გამართულ ავტოგამოფენაზე მფრინავი ავტომობილების ორი მოდელია წარმოდგენილი. თანამედროვე „ცათმფრენები“ ჰოლანდიური კომპანია Pal V-ისა და სტარტაპის იდეის განხორციელების შედეგად შეიქმნა.

მფრინავი მანქანის ტექნიკურ მახასიათებლებს ამ ეტაპისთის მისი შემქმნელები არ ასაჯაროვებენ, თუმცა შეკვეთებს უკვე იღებენ და აერომობილის სერიულ გამოშვებას 2018 წლიდან ვარაუდობენ.

მფრინავი მანქანის ღირებულებაც შესაბამისია. იგი 299 000 ევროდან 599 000 ევრომდე ეღირება. აერომობილის სიჩქარე მიწაზე-160 კმ.საათში, ხოლო ცაში-200 კმ.საათში იქნება.

 

კომენტარები ()