imedi /  21 აპრილი 2017, 17:55 / სანდო წყარო

Neuralink-ის ახალი ტექნოლოგია აზრებს წაიკითხავს

ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია Neuralink-ი ფიქრების გაცვლის ტექნოლოგიის შემუშავებას აპირებს. ამის შესახებ მან პორტალ Wait But Why-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

Neuralink-ის მთავარი მიზანი ადამიანის ტვინისა და ხელოვნური ინტელექტის ერთმანეთთან დაკავშირებაა, ერთგვარი ვირტუალური გარემოს, ინტერფეისის, შექმნა, რომლითაც ტვინი და მანქანა ერთმანეთს დაუკავშირდებიან. კომპანიის მოკლევადიანი გეგმა ბაზარზე იმპლანტების შემოტანაა, რომლებიც ტვინის დაზიანებულ ნაწილებს ჩაანაცვლებს ან ფუნქციონირებაში დაეხმარება.

"დაახლოებით 4 წელიწადში ბაზარზე შემოვიტანთ მოწყობილობას, რომელიც ტვინის ტრავმის მქონე ადამიანებს დაეხმარება, იქნება ეს ინსულტის, კიბოს თუ კოგნიტური აშლილობის შედეგად მიღებული დაზიანებები," - აცხადებს მასკი.  

რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანებს, მასკს მიაჩნია, რომ დაახლოებით 8-10 წელიწადში, ტექნოლოგიის გამოყენებას ყველა შეძლებს. „მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ ეს დამოკიდებულია, ტექნოლოგიის პოზიტიურ მიღებაზე და ადამიანების შემოწმების პროცესზე“, - ჰყვება ბიზნესმენი,

მასკის აზრით, კომუნიკაციის ასეთი ასწრაფების შედეგად ცივილიზაცია უფრო მალე განვითარდება და შესაბამისად, ვერც ხელოვნური ინტელექტი გვაჯობებს, “რადგან ეს არა - შეჯიბრი, არამედ ჰარმონიული თანაცხოვრება იქნება”.

ბიზნესმენმა კომპანია Neuralink-ი 2017 წლის მარტის ბოლოს დაარსა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ელქტროდების ტვინში იმპლანტირებაა, რომლის დახმარებითად ადამიანები თავიანთი აზრების ჩატვირთვასა და გადმოტვირთვას კომპიუტერით შეძლებენ. 

კომენტარები ()