imedi /  21 აპრილი 2017, 21:02 / სანდო წყარო

„ჰობიტების“ წინაპრები აფრიკიდან წამოვიდნენ

ფოტო: Katrina Kenny

ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფლორესიენსის „ჰობიტები“ (Homo floresiensis) ადამიანის საერთოდ წინაპრის, Homo habilis შთამომავლები არიან და არა Homo erectus-ების, როგორც ადრე მიიჩნეოდა. ამის შესახებ გამოცემა EurekAlert!-ი წერს.

მკვლევრებმა თავის ქალის, ყბის, კბილების, ხელების, ფეხებისა და მხრების მორფოლოგიური მახასიათებლები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ „ჰობიტები“ გაცილები პრიმიტიულები იყვნენ, ვიდრე Homo erectus-ები (წელში გამართული ადამიანი), რომელიც თანამედროვე ადამიანის პირდაპირ წინაპრად მიიჩნევა. მეცნიერების თქმით, ფლორესიენსის „ჰობიტები“ Homo habilis-ის შთამომავლები არიან, რომლებიც 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.

მიიჩნევა, რომ Homo floresiensis-ი პირველად აფრიკაში გამოჩნდა და შემდეგ ინდონეზიაში გადავიდა. ასევე არსებობს ვერსიაც, რომ მათმა საერთო წინაპარმა აფრიკა დატოვა და შემდგომ ინდონეზიაში „ჰობიტების“ ხაზი გააგრძელა.

„ჰობიტების“ ნაშთები პირველად 2003 წელს ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე აღმოაჩინეს. მათი ასაკი 13-95 ათას წელს აღწევდა, ფლორესის ადამიანების სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრი იყო და ტვინის მოცულობა 3-ჯერ მცირე, ვიდრე თანამედროვე ადამიანისა.

სახელი „ჰობიტი“ მათ ჯონ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟებთან მსგავსების გამო დაერქვათ.

კომენტარები ()