imedi /  27 აპრილი 2017, 19:33 / სანდო წყარო

ჩინეთი და ევროპა მთვარეზე სოფელს გააშენებენ

ჩინეთი, ევროპის კოსმოსურ სააგენტო ESA-სთან ერთად, მთვარეზე დასახლებული ბაზის შექმნას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს.

ამის თაობაზე მოლაპარაკებები ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური ცენტრის ხელმღძვანელთან ჩან იულნთან უკვე მიმდინარეობს. ESA-ს გენერალურმა დირექტორმა, იოჰან-დიტრიხ ვორნერმა „მთვარის სოფელს“ მარსზე გასაფრენი პოტენციური ბაზა და მთვარის ტურიზმის განვითარებისა და დედამიწის თანამგზავრის შესახებ ცოდნის მიღების საწინდარი უწოდა. 

ჩინეთს დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არ უშვებდნენ, ძირითადად, ამერიკული კანონის გამო, რომელიც მსგავს თანამშრომლობას კრძალავდა. გარდა ამისა, ჩინური და ევროპული კოსმოსური სააგენტოების მთავარი კონკურენტი ამერიკული SpaceX-ია, რომელიც უკვე ამ წლის ბოლოს, პირველ ორ ტურისტს, მთვარის ირგვლივ სამოგზაუროდ გაუშვებს. 

მედიის ცნობით, SpaceX-ის გაფრენისთვის ბილეთები უკვე გაყიდულია. 

კომენტარები ()