imedi /  27 აპრილი 2017, 23:29 / სანდო წყარო

მეცნიერებმა ენერგეტიკული სასმელების მთავარი საშიშროება დაასახელეს

აშშ-ის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ენერგეტიკული სასმელები, სხვა სასმელებზე საშიშია და ამის მეზეზი მასში კოფეინის დიდი დოზაა. შესაბამის კვლევას ჟურნალი Nature-ი აქვეყნებს.

"თუ QT დროის ინტერვალი, რომელსაც გულის სისტემა გადის, უფრო ჭიანურდება ან მოკლდება, შესაძლოა გულმა არანორმალური სიჩქარით დაიწყოს ძგერა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია", - აცხადებს კვლევის თანაავტორი ემილი ფლეტჩერი.

შესაბამის დასკვნამდე სპეციალისტები დაკვირვებით მივიდნენ. მათ მოიწვიეს 18 მოხალისე და ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის ადამიანები 6 დღის განმავლობაში დღეში დაახლოებით 0,95 ლიტრ ენერგეტიკულ სასმელს სვამდნენ, რომელშიც 108 გრამი შაქარი და 320 მილიგრამი კოფეინი იყო, ხოლო მეორე ჯგუფი იმავე მოცულობის ენერგეტიკულ სასმელს სვამდა, ოღონდ 320 მილიგრამ კოფეინთან ერთად, 40 გრამ წვენს და 140 გრამ ალუბლის სიროფს - ამ ყველაფერს არეულს გაზიან წყალთან. 

გულის ელექტრული აქტივობა იზომებოდა ელექტროკარდიოგრაფიით. პერიფერიული და ცენტრალური სისხლის წნევა ფიქსირდებოდა მიღებიდან ერთი, ორი, ოთხი, ექვსი და 24 საათის შემდეგ. 

ავტორები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდეთ ენერგეტიკული სასმელების მიმართ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გულის პრობლემები აწუხებთ.

კომენტარები ()